ბუკა პეტრიაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – „რონდელის მსოფლიო რადარი“ დასრულდა

5 ივნისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გავიდა რადიო თავისუფლებისა და რონდელის ფონდის ერთობლივი პროექტის – „რონდელის მსოფლიო რადარის“ ბოლო გამოშვება, რომელიც ორწელიწადნახევრის განმავლობაში ოთხშაბათობით გადიოდა ეთერში და მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების – საერთაშორისო კონტექსტის ანალიზს ეთმობოდა. რუბრიკას უძღვებოდნენ: რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და „დილის საუბრების“ წამყვანი – ნინო გელაშვილი და რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი – ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი.
ეს ცვლილება უკავშირდება ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილებას:
„ვთვლი, რომ ახლა მეტი ძალისხმევა უნდა დავხარჯო მე პირადად პოლიტიკურ ბრძოლაში, ვინაიდან მართლაც უმძიმეს განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩემი ცოდნაც, ჩემი ენერგიაც, ჩემი გამოცდილებაც და ჩემი კავშირებიც მინდა მოვახმარო ამ პოლიტიკურ ბრძოლაში საქართველოს ევროპული არჩევანის გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს, რომელიც საბოლოოდ უნდა დაგვირგვინდეს ევროპულ კავშირში გაწევრიანებით“, – განაცხადა გადაცემის დასასრულ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ მეტ დეტალს მის გადაწყვეტილებაზე საზოგადოება მომავალ კვირაში შეიტყობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს