მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები – ივანე ჩხაიძე

ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები – არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
„ამ არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში გვქონდა. გაცილებით უფრო მეტია… შემთხვევების მატება სახეზე გვაქვს და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია რომც არ გაგრძელდეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყივანახველის შემთხვევები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, ყივანახველას შემთხვევების მატების მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებაა.
სრულად წაიკითხეთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ