“ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ…” – რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

“იუთუბ” გვერდზე გადაცემა “ლაი-ლაის” სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე გახლდათ.
ვეტერანმა სპორტსმენმა კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბზე ზეც გააკეთა. მისი თქმით, “კვარამ” მთელი ქვეყანა გამოაცოცხლა.
“ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტზე ზევით დგას, ამ ბიჭმა, ხვიჩამ რაც გააკეთა, საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე, რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ, ვინც არ უნდა იყო. ხვიჩა მაგარი კაცია, ქრისტიანი კაცი და ნაღდი ქართველი. ხვიჩას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მან გააკეთა სასწაული იყო”, – განაცხადა გორგოძემ.
შეგახსენებთ,
მამუკამ სარაგბო კარიერა 2019 წელს, “ტულონში” დაასრულა.