ევრო 2024 | შეკრებას ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა.
ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი და საბა ლობჟანიძე გუნდთან ერთად უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს 5 ივნისს შეუერთდება.ჩვენი გუნდი 6 ივნისიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
მოსამზადებელი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): „შეუძლებელია, რომ კარგი ემოციების გარეშე იყო ამ შეკრებაზე. ევროპის ჩემპიონატს ხშირად არ თამაშობ, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოსთვის, ჩვენთვის, ხალხისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურნირია. თუმცა, ისე უნდა
მივუდგეთ საქმეს, თითქოს ჩვეულებრივი თამაშებისთვის ვემზადებით.
შეიძლება ითქვას, რომ იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე სეზონის დაწყებამდე. ისეთი ჩემპიონატისთვის ვემზადები, თან იმ ხალხთან, რომელთან ერთადაც მსიამოვნებს ყოფნა. ეს თითქოს ენერგიას გმატებს, უფრო მეტ პოზიტიურ ემოციას იღებ და მზად ხარ ყველაფრისთვის.
მთავარია, ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ და ხალხს მივანიჭოთ სიამოვნება ამ ყველაფრით. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ, გაგვამხნევონ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ და იმედი მაქვს, რომ მათ გულებს ისევ გავახარებთ“.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, ), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, ), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, )
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო , საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო – საქართველო | 22:45
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00