ვანო ჩხიკვაძე: მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და ამოქმედდება – ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს

მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება, – ამის შესახებ -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ფონ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ხმა გაიგონეს აქ, ვაშინგტონში, და ევროკავშირის დედაქალაქებში, ის ვერ გაიგო მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ”. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელს აღმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით. კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას გაანადგურებს, რომელიც ჩენს ქვეყანაში ჩვენი მეგობრების გულუხვი დახმარებით აშენდა წლების განავლობაში, მათ შორის USAID-ის მეშვეობით. კანონი ეწინააღმდეგება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, რომელიც დამოუკიდებელი მედიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციისადმი წვდომის გაძლიერებას ისახავს მიზნად…

ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია… ვიაზრებთ, რომ მარტონი არ ვართ ამ ბრძოლაში, ვინაიდან ვხედავთ და ვაფასებთ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და მოკავშირეები ჩვენთან ერთად დგანან. ამ მხრივ, მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ის, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება”, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს