“ვიცი როგორ არა…რა უნდა?” | ზურაბიშვილი გორის მერის რუსულ ვოიაჟზე

“ვიცი როგორ არა” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას, იცის თუ არა, რომ გორის მერი რუსეთში იმყოფებოდა. დამატებით კითხვაზე, რას ეტყვის ის ხინჩეგაშვილს, ზურაბიშვილი პასუხობს – “რა უნდა?”
შეგახსენებთ, ევროპული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში ჩავიდა.
ცნობისთვის, გამოცემა “მოზაიკას” ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი რუსეთში წავიდა.