შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტს კამალა ჰარისი დაესწრება

შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, კირსტენ ალენი ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვალდებულებას, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება“, – განაცხადა კირსტენ ალენმა.
მისივე თქმით, კამალა ჰარისი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
კამალა ჰარისთან ერთად აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიც იქნება.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ