“ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ წინააღმდეგ ყველას გაუჭირდება” – დონარუმა

“პარი სენ-ჟერმენისა” და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.
მისი თქმით, იტალიის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ ნაკრებს გაუჭირდება.
“დიდებული მწვრთნელი გვყავს და ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ თამაში ყველა გუნდს ძალიან გაუჭირდება.
გუნდში ბევრი ლიდერი გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია”, – განაცხადა დონარუმამ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრების მეტოქეები ალბანეთი, ხორვატია და ესპანეთი იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ