თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დაესწრება ბრალდებული სააკაშვილიც.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

„თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე 30 აპრილს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მზაობას გამოთქვამს, მოამზადოს სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია – თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს