რუსებმა ხარკოვში რეკრეაციული ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქის ზმიივის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა მინიმუმ 5 მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი – დაშავდა.
ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა რეკრეაციული ცენტრის სახლები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!