ენმ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, არამედ ნაწილაკებადაც დაიშლება- პაციენტ-პატიმარ სააკაშვილის წერილები და ეპისტოლეები ამ ამბავს ვერ უშველის – ბექა ოდიშარია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მანიფესტმა ვერ დაასრულა. ორად გაყოფილ პარტიაში, მორიგი გაურკვევლობა ს მორიგმა სტატუსმა გამოიწვია. მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ენმ უკვე დაიშალა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ ენმ-ს განხეთქილებამ საზოგადოებას ბევრ რამეზე აუხილა თვალი.
“ენმ-ში არის დაწყებული დაშლის შეუქცევადი პროცესი. ენმ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, არამედ ნაწილაკებადაც დაიშლება. პაციენტ-პატიმარ სააკაშვილის წერილები და ეპისტოლეები ამ ამბავს ვერ უშველის.
ამ ადამიანებს ერთმანეთი უკვე სძულთ და მათი ლექსიკა ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ვერასდროს ვერ შედუღდებიან. ახლა, როდესაც ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კეზერაშვილი მართავს ყველაფერს დისტანციურად, ალბათ, საზოგადოებასაც უფრო მეტად აქვს ეს დამაჯერებლობის კოეფიციენტი, აქამდე თუ არ სჯეროდათ,” – აცხადებს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

მოძალადე “ჟურნალისტისთვის”, მზია ამაღლობელისთვის, კრიმინალი ნიკა გვარამიასთვის, უსინდისობისთვის პატიმრებისგან სამართლიანად ნაგინები ექს-ომბუდსმენი ნინო ლომჯარიასთვის “პრიზების” გადაცემა ადასდტურებს, თუ რა ჭაობშია “დიპ სთეითი”

თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? კანონი ყველასთვის კანონია – არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს, დააშავებ-დაისჯები!

ევრო-ამერიკული სტანდარტი: სააკაშვილი – დემოკრატიის შუქურა, გვარამია – პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, ამაღლობელი – მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი, შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის