მიქაუტაძემ გაიტანა – კაცნაკლული “მეცი” “სენტ-ეტიენს” ამარცხებს [VIDEO]

პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენს“ 2:0 ამარცხებს.
„მეცს“ პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული და დიალოს მე-5 წუთზე გაძევების გამო უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, მასპინძლებმა შეუტიეს და კამარამ დააწინაურა. შემდეგ მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა, კარდონამ წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი სისრულეში თავად დაზარალებულმა მოიყვანა.