ჰამასის მძევლობიდან გათავისუფლებული 78 წლის მარგალიტ მოსეს შვილი სოციალურ ქსელში ოჯახის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით “დედა დაბრუნდა!”.
მარგალიტ მოსე ნირ ოზის კიბუცის სახლში 7 ოქტომბერს დილით იმყოფებოდა, რა დროსაც ჰამასმა სოფლის დარბევა, მოსახლეობის გატაცება და მკვლელობები დაიწყო.
მარგალიტ მოსე, მისი ყოფილი ქმარი, გადი და მეზობელი ჰამასმა გატაცების შემდეგ ღაზის სექტორში წაიყვანა. გადი ამ დრომდე, სავარაუდოდ, ღაზაში რჩება.
24 ნოემბერს გარიგების ფარგლებში ჰამასმა 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი გაათავისუფლა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
პარალელურად, ღაზაში ეგვიპტიდან შევიდა დაახლოებით 137 სატვირთო მანქანა, რომლებსაც გადაჰქონდათ საჭირო სამედიცინო მედიკამენტები, საწვავი და საკვები.