მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი მიიღო

მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი მიიღო. პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი კანონი მიზნად ისახავს გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას.
“[დოკუმენტში გაწერილია] ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული,” – ნათქვამია განცხადებაში.
კანონის მიხედვით, მოლდოვაში საერთაშორისო სანქციების გამოყენებას ზედამხედველობას უწყებათაშორისი ორგანო გაუწევს. როგორც მოლდოვაში აცხადებენ, პროექტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკომისიის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწერილი რეკომენდაციის საფუძველზე მოამზადა.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოლდოვის გადაწყვეტილებას, მიუერთდეს ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს, მორიგ “მტრულ ნაბიჯად” აფასებენ და ამბობენ, რომ უპასუხოდ არ დარჩება.
ცნობისთვის, გასულ კვირას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვა სანქციების ოთხ პაკეტს შეუერთდა, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დააწესა.