“ნაპოლის” შეთავაზებულზე ბევრად მეტი ანაზღაურება – ცნობილია თანხა, რასაც პსჟ კვარაცხელიას ფრანგულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში გადაუხდის

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ კონტრაქტის დეტალებზე წერს, რომელსაც პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას სთავაზობს.
ფრანგული გუნდი მზადაა, ჩვენებურს 2029 წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი და სეზონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, თანაც ამას ბონუსებიც დაემატება.
ინფორმაციისთვის, ქართველის ამჟამინდელი ხელფასი “პარტენოპეიში” 1,5 მილიონი ევროა. “ნაპოლი” ხვიჩას კონტრაქტის ასევე 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს. მისი გასამრჯელო 4 მილიონი ევრო გახდება და ამას 1 მილიონი ბონუსებით დაემატება.