კარპინას შემდეგ გუბერნიევიც – საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მხარდაჭერა კიდევ ერთმა ცნობილმა რუსმა ადამიანმა გამოუცხადა

ცნობილმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს უქომაგებს.
“ევრო 2024-ზე ჩემი ფავორიტები მეყოლება. მე საქართველოსა და სერბეთს ვუგულშემატკივრებ.
მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო. ამ ნაკრებების კარგ ასპარეზობას ტაშით შევხვდები”, – ციტირებს გუბერნიევს sovsport.
შეხსენებისთვის, რამდენიმე კვირის წინ ს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.