“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა” – იენს სტოლტენბერგის განცხადება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავისი აზრი დააფიქსირა:

„საქართველო არის პარტნიორი. მე ახლახან ვიყავი საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ამიტომ, ნატო-ს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- რასაც ნოდარ მელაძე აკეთებს, ჟურნალისტიკასთან კავშირში არ არის