“მხოლოდ დაპირება და დაპირება…ასე იწელება დრო” | ქუთაისელი აქტივისტები აეროპორტიდან ქალაქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ამის გამო მგზავრებს ხშირად აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერია ინფორმირებულია, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აეროპორტში ჩასული სტუმრები ტრანსპორტის არარსებობის გამო ქუთაისის დათვალიერებას აღარ ირჩევენ, ამით კი კერძო სექტორი ზარალდება. ქუთაისელი გიდები წლებია ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
“არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ტაქსების ასეთი მოქმედება და ტაქსისტების დასაქმება ვიღაცას სერიოზულად აწყობს და არ აწყობთ, რომ ამ ადამიანებს შეუშალონ ხელი და დაინიშნოს ავტობუსი ქუთაისსა და აეროპორტს შორის. იმიტომ, რომ სერიოზულ ფულს აკეთებენ ეს მძღოლები. ქალაქის მერიისთვის არა მგონია დიდ პრობლემას წარმოადგენდეს, რომ ეს პრობლემა გადაწყვიტონ. მხოლოდ დაპირება და დაპირება. ახლა ს წინ ალბათ კიდევ დაგვპირდებიან ან ვიღაცა გააპროტესტებს და კიდევ დაგვპირდებიან და, აი, ასე იწელება ეს დრო,” – ამბობს ერთ-ერთი გიდი.