საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ჩეჩნეთის მკვიდრი დააკავეს

საფრანგეთში, შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩნეთის 18 წლის მკვიდრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიადაზე დროს ტერაქტის მომზადებაში. ეჭვმიტანილის დაკავება 22 მაისს მოხდა, პოლიციის ინფორმაციით ტერაქტი მას სენ-ეტიენში, ფეხბურთის მატჩების დროს უნდა მოეწყო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მომავალი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ჩატარებული მატჩების დროს თავდასხმას “ჟოფრა-გიშარდის” სტადიონზე ამზადებდა.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი “აქტიურად ემზადებოდა “თავდასხმისთვის” როგორც მაყურებელზე, ასევე პოლიციაზე”, რის შედეგადაც “მოწამებრივად დაასრულებდა სიცოცხლეს.” ეს არის 2024 წლის ოლიმპიადაზე ჩაფიქრებული პირველი თავდასხმა, რომელიც სპეცსამსახურებმა აღკვეთეს.
ტელეკომპანია BFM-ის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი სახლში დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს “დანაშაულებრივი ტერორისტული საზოგადოების ორგანიზებაში, ადამიანის სიცოცხლისათვის საზიანო დანაშაულის მომზადებაში”. თავად დაკავებული უარყოფს, რომ თავდასხმას ამზადებდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პოლიციამ რადიკალიზაციაში ეჭვმიტანილი ჩეჩნური დიასპორის ათამდე წარმომადგენელი დააკავა. უსაფრთხოების ძალებმა მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის რეიმსში, სტრასბურგსა და ტულუზაში.
პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს.
საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრ ზომებს იღებენ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელსაც წელს პარიზი მასპინძლობს. საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება ასევე პარაოლიმპიური თამაშებიც. როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ, ორივე ღონისძიება მილიონობით სტუმარს მიიზიდავს საფრანგეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

შალვა პაპუაშვილი – მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, ვინ მართავს შენს ბედს – 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობაა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ხელში ავიღეთ