უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში წუხელ ჩამოასვენეს, სადაც მას მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი ის ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიასვენეს.

გელენიძეს 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
“დაიბადა იმ გემზე, რომელ გემსაც ბომბავდნენ რუსები. გაიზარდა ფოთში. წავიდა ში საბრძოლველად. ნამდვილად იყო წესიერი, პატიოსანი, ზრდილობიანი, უაღრესად წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. მისი ცუდი არავის არ გაახსენდება. ნამდვილად დაიღუპა გმირულად. პატრიოტი იყო. უკვე 3 თვეა, რაც უკრაინაში წავიდა. არავინ არ იცოდა ისე წავიდა,” – ამბობს მისი ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის მებრძოლი დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
ავტორი: ემა გოგოხია