ზურაბ ჭიაბერაშვილი – უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი – ჩვენი ეროვნული ინტერესია, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს

უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარესაა საქართველოში რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო წესრიგზე დგას, რასაც უკრაინაში ახლა პუტინი უთხრის ძირს.
„უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დგას საერთაშორისო წესრიგზე, რასაც უკრაინაში ახლა პუტინი ძირს უთხრის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ინტერესია შენარჩუნდეს საერთაშორისო წესრიგი, უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, გაიმარჯვოს ამ ომში, რაც ერთ-ერთი გარანტორი და წინაპირობაა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო