ვოლოდიმირ ზელენსკი – ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ – ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე ს მასშტაბურ შეტევას გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს კიევზე რუსების მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა.
„70-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. სწორედ ამ დროს. რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები მოკლას“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს