ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

30 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.94 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0259 ლარი გახდა.
0.41 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5572 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.66 თეთრი შეადგინა.
გუშინ სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი გამოიტანა გასაყიდად საიდანაც ბაზარზე 48.7 მილიონი გაიყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…