“ხაზარაძეს ანაკლიის პორტი ბანკში აერია… სამეგრელოში თუ ჩამოვა “დამწვარი მუსტანგით”, ყველა ეტყვის…”– ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ლელოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე, თქვა:
„იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. საარჩევნოდ სამეგრელოში თუ ჩამოვა თავისი დამწვარი „მუსტანგით“, ყველა ეტყვის – შენ, ბიძია, თუ ფულის შესაძლებლობა არ გქონდა, ქვეყანას წლები რატომ დააკარგვინეო. ამას ჩემი მეგრელები ეტყვიან. თურმე, მისთვის სახელმწიფოს 400 მილიონი უნდა მიეცა, რისკები სახელმწიფოს უნდა აეღო და მოგება ხაზარაძეს წაეღო. მგონი, ანაკლიის პორტი ბანკში აერია.”

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”