მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს შეუერთდა

მოლდოვა ს წინააღმდეგ ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს შეუერთდა. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს ქვეყნის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკოლაი პოპესკუ.
“ვუერთდებით ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებას[…] ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”. – წერია დოკუმენტში.
ამ დროისთვის ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში არის 1800-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირი. მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილება და გაყინული აქვთ საბანკო ანგარიშები.
ცოტა ხნით ადრე მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ საბანკო სანქციებსაც შეუერთდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ს თქმით მოლდოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი “მტრული ნაბიჯია” ორი ქვეყნის ურთიერთობაში.