სენატორი კარდინი: იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით

ვაშინგტონში გრძელდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ კრიტიკა. ამერიკის დედაქალაქში “ქართული ოცნების” დეპუტატებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას არ უწონებენ და ამბობენ, რომ ეს ქვეყანას სახიფათო გზაზე აყენებს.
“ამერიკის ხმისთვის” წერილობით მოწოდებულ განცხადებაში შეშფოთებას არ მალავს არც სენატორი ბენ კარდინი, რომელიც კონგრესის ზედა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.
“უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ პარლამენტის გადაწყვეტილებით დაეძლიათ პრეზიდენტის ვეტო რუსული სტილის აგენტების კანონზე”, – ამბობს კარდინი.
განცხადებაში სენატორი მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლსაც უსვამს ხაზს და ამბობს:
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლიდერობა ამ კანონის მიმართ წინააღმდეგობისას, ქართველი ხალხის ნებას ასახავს. ამიტომაც შევუერთდი ჩემს კოლეგებს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენაში, რომელიც გაზრდის [ამერიკის] დახმარებას ქართველი ხალხისადმი დემოკრატიის დაცვაში და რომელიც პასუხს მოსთხოვს ყველას, ვინც ძირს უთხრის [დემოკრატიას]. ეს მოხდება, მათ შორის, სანქციების გზითაც. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება საქართველოს მოსახლეობის გვერდით”, – წერს სენატორი კარდინი.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ “უცხოური გამჭვირვალობის კანონზე” ვეტო დაძლია. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და ევროკავშირში.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში