ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პუტინთან დაახლოებულმა ლიდერმა უცხოელი აგენტების კანონი გაიწვია

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის ლიდერმა, მილორად დოდიკმა, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულია და მას პერიოდულად ხვდება, გაიწვია უცხოელი აგენტების კანონი, რომელსაც დასავლეთში აკრიტიკებდნენ.

დოდიკის რიტორიკა თავად კანონპროექტთან დაკავშირებით წააგავდა ქართული ოცნების ნარატივს, თითქოს აგენტების კანონი ამერიკულ FARA-ზე უფრო მსუბუქია. სერბთა რესპუბლიკის ლიდერის განმარტებით, მათი კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო და გადასახედად გაიწვიეს. მისივე თქმით, უცხოელი აგენტების კანონს სხვა სახით დააბრუნებენ.

“გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა კონსულტაცია სერბთა რესპუბლიკის მთავრობასთან და ეროვნული ასამბლეის მმართველ უმრავლესობასთან კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა არაკომერციული ორგანიზაციების სპეციალურ რეგისტრაციასა და საქმიანობის გასაჯაროებას. ყველა კანონთმცოდნე, ვინც ეს კანონპროექტი განიხილა, თანხმდება, რომ ის სრულად შეესაბამება -ში მოქმედ კანონს და ის ფორმითა და კანონიერი ნორმებით უფრო ლმობიერია. თუმცა, ჩანს გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც ეხება ევროპულ ნორმებს და რადგან სერბთა რესპუბლიკა ევროპული გზის ერთგულია, შევთანხმდით, რომ გაგვეწვია კანონპროექტი და დამატებით შეგვეწყო ის ევროპული კანონმდებლობისთვის. ასე რომ, კანონპროექტი გაწვეულ იქნა დამატებითი კოორდინაციისთვის და გარკვეული დროის შემდეგ ის პროცედურას კვლავ დაუბრუნდება.” – წერს დოდიკი საკუთარ X-ზე.

დასავლურ ორგანიზაციებსა და ევროკავშირში შეშფოთებული იყვნენ, რომ ნაწილობრივ ავტორიტარულ სერბთა რესპუბლიკაში კანონს არა გამჭვირვალობისთვის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თავისუფალ მედიასა და ოპოზიციაზე ზეწოლისთვის გამოიყენებდნენ. ამ თვის დასაწყისში ბოსნიელ სერბებს ეუთომ მოუწოდა, რომ არ მიეღოთ აღნიშნული კანონპროექტი.

“[კანონპროექტი] ძირს უთხრის გაერთიანების თავისუფლებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის.” – ეწერა ეუთოს ბოსნიის ოფისის განცხადებაში.

დოდიკის ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ კანონი კიდევ უფრო მეტად შეზღუდავდა მათ თავისუფლებებს, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!