შვედეთის პრემიერი – უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა

უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
ულფ კრისტერსონმა შვედეთის მიერ უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი იმ ძირითად სამ საკითხზეა ფოკუსირებული, რომელიც ს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, საარტილერიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.
„გუშინ, უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის ტელეფონით ვესაუბრე და გავიმეორე ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს: უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა. ჩვენ უკრაინას მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, რომელიც უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც სტოკჰოლმმა კიევს გადასცა.