ევროპის ჩემპიონატზე სუმოში 21-23 წლამდე და დიდებში ქართველმა სუმოისტებმა 8 მედალი მოიპოვეს

საბერძნეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სუმოში 21-23 წლამდე და დიდებში პირველ საჭიდაო დღეს U21 წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა ლუკა ავაზაშვილმა +100 კგ.
ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით აბალაკმა, რომელიც სულ რაღაც 16 წლისაა და მასზე ბევრად უფროსებთან მოუწია ასპარეზობა
მეორე საჭიდაო დღეს 23 -წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – 5 მედალი (ორი ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) მოიპოვა.
+115 კგ -ში და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ორჯერ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი ზურა წიქორაძემ, მან დაუმარცხებლად დაასრულა ჩემპიონატი.
ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით აქუბარდიამ -92 კგ -ში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა გამთენაძემ – 100 კგ.
გუნდურ დაპირისპირებაში კი საქართველოს 23 -წლამდელთა ნაკრებმა მეხუთე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე საჭიდაო დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედლის – 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლაშა ჯელაძემ.
ბრინჯაოს მედალი -100 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა საბა გამთენაძემ.
მეორე ვერცხლის მედალი კი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა გუნდურ დაპირისპირებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი