ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ს სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს მდივნად დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, ა.გ. დიუმინი“. – ნათქვამია ს მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
51 წლის ალექსეი დიუმინი წარსულში ვლადიმერ პუტინის პირადი მცველი იყო, ხოლო 2016 წლიდან ტულის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა.
ალექსეი დიუმინამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობა იგორ ლევიტინს ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია