შალვა პაპუაშვილი რეფერენდუმის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე – ხელმოწერების შეგროვების უკვე მერამდენე ტალღაა – დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები

ხელმოწერების შეგროვების უკვე მერამდენე ტალღაა. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეფერენდუმთან მიმართებით პრეზიდენტ ს ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ელის.
„სალომე ზურაბიშვილისგან ხალხისთვის რაიმე რაციონალური, დაფიქრებული განცხადება და ინიციატივა მოგისმენიათ? პირველი ხომ არაა? უკვე მერამდენე ტალღაა ხელმოწერების შეგროვების. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით. არასერიოზულია, 26 ოქტომბერს არის არჩევნები. თუ ვინმეს, რაიმეს იმედი აქვს, გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა. ლამის მთლიანი ოპოზიცია, რომელიც ქართველი პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, რომელიც საქართველოში კბილებით იცავდნენ უცხო ქვეყნების ინტერესს.
მე პირადად რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ველი. ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია, რომელიც, როგორც ჩანს, სპონტანური წარმოშობილი აზრია და ფიქრისთვის ზედმეტი დრო დახარჯული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დაძლია. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა – მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია

თაკო ჩარკვიანი: ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის, წარმოვიდგინე უცებ თ.წულუკიანს და რუსეთის “კგბს “გენერაპოლკოვნიკ ნუგზარ ფოფხაძეს, მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი რომ მოსწონდეთ, ხომ გამისკდებოდა გული?!