ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას ქოლცენტრების მეშვეობით – ეს ძალიან უცნაურია, ესეც ბიუროკრატიული პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინებაა

კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ათეულობით ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ მათ წინააღმდეგ იყო განხორციელებული ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი სხვადასხვა ფორმით.
„იცით, რომ კეზერაშვილს ჰქონდა ქოლცენტრები შექმნილი თავის დროზე, კონკრეტული მიზნით, ეს იყო ევროპელი პენსიონერების ძარცვის მიზანი და ეს საქართველოში აღარ აქვს საბედნიეროდ, სხვაგან აქვს. არის არაერთი ქვეყანა, სადაც ქოლცენტრები აქვს შენარჩუნებული. კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს. ეს ძალიან უცნაურია, ევროკავშირის ქვეყნებში. ესეც არის ბიუროკრატიული პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინება”, – აცხადებს .
მან ასევე ისაუბრა ბიზნესმენების ბულინგზე.
“ათეულობით ბიზნესმენმა დაადასტურა ჩვენთან საუბრებში, რომ იყო სხვადასხვა ფორმით ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი განხორციელებული მათ წინააღმდეგ, მათ შორის, შეტევა მათ whatsapp-ებზე, ფეისბუქებზე და ა.შ., რაც ხდებოდა სპორტსმენების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ, ზუსტად იგივე ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ. ქოლცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ სწორედ ამ ბულინგისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ