პრემიერი – უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად – შეუძლებელია ამგვარი კანონის წინააღმდეგ არგუმენტი არსებობდეს

ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. როგორც არაერთგზის აღინიშნა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს. გასულ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ არსებობს. საქართველოს პარლამენტში ს წარმომადგენლის უსუსური მდგომარეობა ამ ფაქტის კიდევ ერთი უტყუარი დასტური იყო. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებას. შეუძლებელია ამგვარი კანონის წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არსებობდეს”, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!