ანა წითლიძე უმრავლესობას – საკუთარი შვილებისთვის რუსეთი და რუსული კანონი არ გინდათ, სხვისი შვილები ფეხებზე გკიდიათ, ამის გამო თქვენს შვილებსაც მოეკითხებათ – გასწირეთ იმისთვის, რომ მოღალატეების შვილების სტატუსით იარონ

საკუთარი შვილებისთვის და რუსული კანონი არ გინდათ, სხვისი შვილები ფეხებზე გკიდიათ, ამის გამო, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს შვილებსაც მოეკითხებათ, – ამ სიტყვებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მიმართა.
მისივე განცხადებით, მთავრობის წევრებმა საკუთარი შვილები თავად გასწირეს იმისთვის, რომ მოღალატის შვილების სტატუსით იარონ.
„შვილების ხსენებაზე აქ ძალიან გაბრაზდით და გამწარდით. გეწყინათ? აგერ, ბატონი ს შვილს ამერიკაში სახლი უყიდია, ასევე, თურმე, ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში მუშაობს. მინდა გკითხოთ, ბატონო გია, თქვენც ეთანხმებით, რომ ამერიკა „გლობალური ომის პარტიაა“? შვილების ხსენება რომ გაბრაზებთ, ეს თქვენი არჩევანია, თქვენ გასწირეთ თქვენი შვილები იმისთვის, რომ მოღალატეების შვილების სტატუსით იარონ. თქვენ გაწირეთ ისინი იმისთვის, რომ რუსული რეჟიმის წარმომადგენლების შვილები იყვნენ. თქვენ სხვისი შვილები ცემისთვის გასწირეთ და „ხარებას“ ჩაუგდეთ ხელში. საკუთარი შვილებისთვის რუსეთი და რუსული კანონი არ გინდათ, სხვისი შვილები ფეხებზე გკიდიათ. ამის გამო, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს შვილებსაც მოეკითხებათ“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ასევე, მისივე თქმით, დღეს მთავრობის მიზანი ცხადია და ეს საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა, თუმცა ხალხმა ხელისუფლებას არაერთხელ დაანახა, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს.
„12 წელი თქვენ ზიზღსა და სიძულვილს თესავდით, მოსახლეობას აჯერებდით, რომ უთავმოყვარეო ერი ვართ. ებრძოდით ყველაფერს, რასაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. ხომ ნათელია, რისთვის მოხვედით 2012 წელს, რომ თვენი მიზანი არანაირად არ იყო წარსული შეცდომების გამოსწორება. როგორც არასდროს, თქვენი მიზანი დღეს ცხადია-საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. ქართველმა ხალხმა არაერთხელ განახათ, რომ იბრძოლებს რუსული კანონის წინააღმდეგაც და რუსული რეჟიმის წინააღმდეგაც“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.