ვლადიმერ პუტინს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამოშვებულ პირველ მონეტას გადასცემენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ პირველ სამახსოვრო მონეტას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადასცემენ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში მონეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რაზეც „ეხო კავკაზა“ წერს.

25 სარინის მონეტაზე გამოსახულია 2 ჯარისკაცი ოსეთიდან და რუსეთიდან, რომლებიც ერთმანეთს ხელს ართმევენ. ერთი წარწერა არის ოსურად და ითარგმნება, როგორც „სიძლიერე სიმართლეში“, მეორე წარწერა რუსულად არის დატანილი და წერია – „გამარჯვებისთვის“.

„[მონეტა] განსაკუთრებული ღირებულების მქონეა, ის განასახიერებს რუსი და ოსი ჯარისკაცების სამხედრო ძმობას, ისტორიულ და სულიერ კავშირს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, – თქვა გაგლოევმა პრეზენტაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?