„ასე ძალიან ამ ბოლო დროს არაფერი მწყენია! როგორ მქონდა იმედი…“ – თეა წულუკიანი ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, მსახიობი ტრისტან სარალიძე. სოციალურ ქსელში მისი კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ.
კულტურისა და სპორტის მინისტრი ემოციურ პოსტს ავრცელებს და გარდაცვლილის კოლეგებს და ოჯახს უსამძიმრებს:
„ასე ძალიან ამ ბოლო დროს არაფერი მწყენია! როგორ მქონდა იმედი… ვიზიარებ! – წერს თეა წულუკიანი.
ტრისტან სარალიძე დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.
გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.

ასევე დაგაინტერესებთ