აფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უარი მეტყველებს, რომ ის მშვიდობისთვის მზად არ არის.
„პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის“, – განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის განმარტებით, ოლიმპიური თამაშები არის ტრადიცია და მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამ ერთთვიანი ფანჯრით სარგებლობა, თუმცა ცეცხლის დროებით შეწყვეტა მაკრონისთვის არ არის ფინალი. „ფინალი მდგრადი მშვიდობაა,“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.