ვემზადებით თავდასხმის გასაგრძელებლად მთელი ჩვენი სიმძლავრით ზავის დასრულების შემდეგ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ვემზადებით თავდასხმის გასაგრძელებლად მთელი ჩვენი სიმძლავრით ზავის დასრულების შემდეგ – ს თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის მეთაური, ოფიცერი იარონ ფინკელმანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, არმია უპასუხებს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მას საფრთხეს შეუქმნის.
„დარტყმა განხორციელდება ნებისმიერზე, ვინც წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ძალებისთვის. ჩვენი ძალების უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ასე ვმოქმედებდით და ასე ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა სამხრეთის მეთაურობის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სახმელეთო ოპერაციამ და მისმა შედეგებმა „ჰამასზე“ და მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა მოახდინა და ამის შედეგად შეიქმნა მძევლების ნაწილის გათავისუფლების გეგმის შესრულების პირობები.
„ჩვენ ვემზადებით თავდასხმის გასაგრძელებლად მთელი ჩვენი სიმძლავრით ზავის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პალესტინელების ღაზას სამხრეთი ნაწილიდან ჩრდილოეთში დაბრუნებას.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა მ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.