პანდემიისას ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა, ყველაფერს გავუძლებთ – კალაძე სანქციებზე – Netgazeti • აშშ • კახა კალაძე • რუსული კანონი • სანქციები • Netgazeti.ge

„არ მაქვს ამის პრობლემა“, – აცხადებს თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძის -სგან მოსალოდნელ საქნციებზე.
მისი თქმით, ყველაფერს გაუძლებენ, მათ შორის მოგზაურობაზე სანქციებსაც, რადგან პანდემიის დრო აქვთ გამოვლილი, როცა ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული იყო.
„რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები. რის გამო? უფრო ძლიერი სახელმწიფოა და უნდა დაგვჩაგრონ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? – კი ბატონო, გააკეთონ. ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე.
გამოვიარეთ ისეთი რთული პერიოდი, როგორიც მაგალითად, პანდემია იყო, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა და ყველაფერს გავუძლებთ. როდესაც ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები გავუძლებთ ყველაფერს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ის პროცესები, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ში ხდება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და მოხდება განვითარება“, – განაცხადა მ.
ამასთან, კალაძის განცხადებით, როდესაც აშშ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, ეს ნიშნავს, რომ მეგობრები კი არა, მტრები ყოფილან. ამიტომ, მისი თქმით, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაა საჭირო.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ სანქციების ნაწილი, მიმოსვლასთან დაკავშირებით რაც იქნა გაჟღერებული. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის.
ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მოსახლეობას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამიტომ ვთქვი, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ სავიზო სანქციებს უწესებს საქართველოში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი და თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე. სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც.
ამის თაობაზე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა 24 მაისს.
სანქცირებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
სავიზო სანქციების გარდა აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში განიხილება ფინანსური სანქციებიც.

ასევე დაგაინტერესებთ