ჰელსინკის კომისია აქვეყნებს ინფორმაციას MEGOBARI Act-ის შესახებ

ჰელსინკის კომისია აქვეყნებს განცხადებას MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ.
ამასთანავე, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს -ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით ს გავლენებს. ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმენთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ს შემდგომ დახმარებას, მათ შორის:
· მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
· გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
· ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
· უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
„საქართველოს მოსკოვისკენ უბიძგებენ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, რომ მათ დავეხმაროთ დემოკრატიისა და პროდასავლური მომავლის დაცვაში” – ამბობს კონგრესმენი სტივ კოენი, რომლის თქმითაც, სწორედ ამას აკეთებს ეს კანონპროექტი, “რომელიც ქმნის საფუძველს ახალი გვერდისთვის უფრო ძლიერი და გაფართოებული ორმხრივი პარტნიორობისთვის“.
არის დიქტატორი, რომელსაც ყველა საშუალებით სურს აღადგინოს საბჭოთა იმპერია. შეერთებული შტატები ყოველთვის შეეწინააღმდეგება პუტინის მცდელობებს დაარღვიოს თავისუფლება და დემოკრატია“, – აცხადებს კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი – „მეგობარის აქტი არის საკვანძო ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად და ქვეყანაში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგოდ“.
20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში – „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) – გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს უახლოეს პერიოდში წარედგინებოდა კანონპროექტი – MEGOBARI აქტი.