ჩინეთმა წვრთნები ტაივანზე სარაკეტო დარტყმების სიმულაციით მოაწყო

ჩინური სახელმწიფო ტელევიზია CCTV იუწყება, რომ 24 მაისს, ჩინეთმა სამხედრო წვრთნების დროს, რაკეტებით დარტყმის სიმულაცია მოახდინა და ბომბდამშენებთან ერთად, ჰაერში საბრძოლო რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებლები აუშვა. სახელმწიფო მაუწყებლის თქმით, ეს იმ წვრთნების ნაწილი იყო, რომელიც პეკინის განცხადებით, ტაივანის ახალი პრეზიდენტის, ლაი ჩინგ-ტეს დასასჯელად დაიწყო.
ბომბდამშენებმა ტაივანის აღმოსავლეთით წყლების თავზე რამდენიმე თავდასხმითი წყობა შექმნეს და სამხედრო ხომალდებთან კოორდინაციით თავდასხმის სიმულაცია მოაწყვეს. მაუწყებელმა დაამატა, რომ ამით ჩინეთმა ტაივანის საკვანძო ადგილების „დაპყრობის“ და კონტროლის საკუთარი უნარი გამოსცადა.
ტაივანის სრუტეში და ჩინეთის სანაპიროსთან ახლოს, ტაივანის მიერ კონტროლირებული კუნძულების ჯგუფის გარშემო ორდღიანი წვრთნები უცხოური ხომალდების დაბომბვის სიმულაციასაც შეიცავდა.
ჩინეთმა ეს სამხედრო წვრთნები ტაივანის ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებიდან სულ სამ დღეში დაიწყო. ტაივანმა ჩინეთის ქმედებები დაგმო.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები