დავით ჭიჭინაძე – პოლიტიკოსების დასანქცირებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარდამავალი დროშასავით ხელისუფლებასთან მოფრიალე ბიზნესმენების დასანქცირებაც!

პოლიტიკოსების დასანქცირებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარდამავალი დროშასავით ხელისუფლებასთან მოფრიალე ბიზნესმენების დასანქცირებაც! – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისი თქმით, „ბიზნესმენების უდიდესი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდნენ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, რისთვისაც შევარდნაძის მთავრობამ ჩაიხუტა და დაასაჩუქრა ქართველი ხალხის ქონებით“.
„ამ ბიზნესმენებს არც სააკაშვილის დროს უგვრძვნიათ უხერხულობა. პირიქით, უფრო მეტი ქონება მიითვისეს და ლამის სახელისუფლო სტრუქტურების წარმონაქმნები გახდნენ.
მოლოდინის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პირობებში არც სახეები და არც მოცემულობა შეცვლილა.
უფრო მეტიც, დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მათ გადმოიბარეს და განაგრძეს ქვეყნის და ხალხის ძარცვა.
ამ ორი მონსტრის შეხმატკბილებული საქმიანობის შედეგად კი, სასოწარკვეთილი, იმედდაკარგული, სამშობლოდან გაქცეული მოსახლეობა მივიღეთ.
საქართველოში ამ მოცემულობაში, ბიზნესმენები ფაქტობრივად თანამდებობის პირები გახდნენ.
სწორედ ამიტომ ეს ბიზნესმენებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე, უკვე დასანქცირებულ პოლიტიკოსებთან ერთად.
ეს ბიზნესმენები, მუდმივად ხელისუფლების ძალადობას უჭერენ მხარს, ახალისებენ ქართული სახელმწიფოს მიტაცებას ჩინოვნიკების მხრიდან,
ასეთი ბიზნესმენები უნდა იყვნენ დასანქცირებული “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებთან ერთად.
ანალოგიურად მოხდა რუსეთში, პოლიტიკოსების დასანქცირებას, მათთან დაკავშირებული ბიზნესმენების დასანქცირება მოჰყვა.
სანამ „მონა ბიზნესმენები” ითვლებიან ქვეყანაში ყველაზე წარმატებულ ადამიანებად, ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და განვითარება მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება.
მომავალი თაობისთვის ისეთი ბიზნესმენების საქმიანობა უნდა იყოს სამაგალითო, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მხარს უჭერენ მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
მებრძოლ და თავისუფლებისმოყვარე ერს არ შეიძლება ჰყავდეს მონა ელიტა, არც პოლიტიკაში, არც ბიზნესში!“ – წერს დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა