გაეროს სასამართლომ ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა დაავალა

გაეროს სასამართლომ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – ICJ) გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი ოპერაციები რაფაში.
გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში ს სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს რაფაჰის ცენტრში მდებარე შაბურას ბანაკზე.
მიმდინარე მოვლენების შესახებ სისტემატურად განახლებულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა BBC-ის განუცხადა, რომ არ არსებობს ძალა მსოფლიოში, რომელიც ისრაელს აიძულებს კოლექტიური საჯარო თვითმკვლელობა ჩაიდინოს, რადგან სწორედ ასე აღიქვამს ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომის შეწყვეტას.
ICJ-მა, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში წერია, რომ ისრაელმა „დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰის პროვინციაში, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოს პალესტინელებს ღაზაში ცხოვრების პირობების გათვალისწინებით და რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ფიზიკური განადგურება მთლიანად ან ნაწილობრივ“.
მოსამართლემ ასევე ისაუბრა იმ ისრაელელი ტყვეების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ჰამასის ხელში რჩებიან ღაზის სექტორში.
“სასამართლო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ტყვეთა ბედის გამო.. და მოუწოდებს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ”, – თქვა მოსამართლემ.
ისრაელმა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წინააღმდეგ ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მებრძოლები ისრაელს თავს დაესხნენ და განურჩევლად დახოცეს 1200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, უმეტესობა სამოქალაქო პირი იყო. საპასუხო სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, პალესტინური მხარის ცნობით, ამ დრომდე 38 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის