რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან

თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ჯერ პარლამენტთან, ხოლო შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.
პარლამენტთან, თავის მხრივ, შეკრებილია იმავე შინაარსის აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც, სტუდენტებთან ერთად, მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მივლენ.
“ეს არის სოლიდარობის მსვლელობა რუსთაველის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც აქციებზე უკანონოდ დაიჭირეს და დააჯარიმეს. გთხოვთ, ვინც აქამდე არ იცოდით, შემოუერთდეთ ჩვენს მსვლელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიღვიძებთ რუსეთში”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ