ემანუელ მაკრონი – ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ს პრეზიდენტი, მშვიდობისთვის მზად არ არის.
მაკრონმა კომენტარი გააკეთა პუტინის უარზე ოლიმპიური თამაშების დროს ზავის დაწესებასთან დაკავშირებით მის შეთავაზებაზე.
„ასე რომ, მსოფლიოში ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. სწორედ მან გადაწყვიტა ამ ომის დაწყება და ის არ არის მზად მშვიდობისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „ოლიმპიური ზავი“ ტრადიციაა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შესაძლებლობის გამოყენება.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ზავი მისთვის ფინალი არ არის და რომ ფინალი ”მდგრადი მშვიდობაა“.