“შახტარმა” “სელტიკს” აზაროვის ტრანსფერზე თავის მოთხოვნა წაუყენა – ახლა გადაწყვეტილება გლაზგოელებმა უნდა მიიღონ

დონეცკის “შახტარის” ქართველი მცველის ირაკლი აზაროვის აგენტმა მამუკა ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენით შოტლანდიური გრანდი “სელტიკია” დაინტერესებული.
Inside Celtic ახლა უფრო შორს წავიდა და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაამხილა. წყარო წერს, რომ გუნდები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და მოსალოდნელ გარიგებაზეც დაილაპარაკეს, უკრაინული მხარე კი შოტლანდიელებისგან 22 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს ითხოვს.
ინფორმაციისთვის, აზაროვის გადაბირებით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს გუნდებიც ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.
სელტიკში გადადის, და ნაკრებში ადგილი არ მოიძნება. ტიპი ლიგაზე
მუდმივად თამაშობდა , სიმბოლურში შეიყვანეს. შენგელია რომელიც 2 თვეა უთამაშებელია რაღაც ბერძნულ მაიმუნ გუნდში თამაშობს. ანზორას მაგივრად გამოეძახებინა . რა მაყუთს უხდიან ამისთანას რომ
ანზორა ნაკრებში გამოიძახონ მითხრას ვინმემ ან ამიხსნანს. ერთი ლინკი ჩამიგდეთ რის გამოა ანზორა ნაკრებში. კაშია ან კანკავა? ყველაზე ნელი დაცვა ჩვენ გვეყოლება აგერ ნახეთ თქვენ!!