„პესიერა ბანკი საქართველო“ საბანკო ასოციაციის წევრი გახდა

ღია ბანკინგის განვითარებით „პეისერა ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო ბაზარზე ახალ გამოცდილებას ნერგავს. აღნიშნულის შესახებ „პეისერა ბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ღია ბანკინგში ჩართვა კომერციულ ბანკებს საბანკო ასოციაციის დახმარებით შეუძლიათ.
„საბანკო ასოციაცია არის გაერთიანება, რომელიც კომერციული ბანკების სახელით საუბრობს რეგულატორთან, ასევე, განიხილავს ყველა იმ საჭირ-ბოროტო საკითხს, რომელიც დღეს საქართველოს საბანკო სექტორშია დაგროვებული. გარდა ამისა, დღეს საბანკო ასოციაცია ახალი ტექნოლოგიის განვითარებაში მხარდაჭერას გვთავაზობს. ეს გახლავთ ღია ბანკინგის მიმართულება. საბანკო ასოციაციაში შექმნილია ღია ბანკინგის მიმართულება, რომლის მეშვეობითაც, კომერციულ ბანკს შეუძლია მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გააკეთოს იმპლემენტაცია და აიღოს სერტიფიკატი, რომელიც მას ღია ბანკინგის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნაწილში „პეისერა ბანკი საქართველო“ დიდ ცოდნას შემოიტანს ქართულ ბაზარზე, რადგან ჯგუფის დონეზე ჩვენ ამას უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ვაკეთებთ“, – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან