“იუვენტუსი” ტიაგო მოტამ ჩაიბარა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოტამ მის ამჟამინდელ კლუბს “ბოლონიას” უკვე აცნობა, რომ “ბიანკონერის” ჩაბარება სურს.
ახალგაზრდა სპეციალისტი “იუვენტუსთან” მალე 3 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, მოტას გაწვრთნილი “ბოლონია” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 68 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ოფიციალურად განაღდებული აქვს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/9d2341f47bb6275aa2691f7b1c1974a0-y3b57T-300x169.jpeg)