ღაზის სამოქალაქო თავდაცვა აცხადებს, რომ 26 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, 23 მაისს, დილით ადრე, ქალაქ ღაზაზე ისრაელის ავიაციის ორი თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
პალესტინელთა მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლები ისრაელის არმიასა და პალესტინელ მეომრებს შორის.
სააგენტოს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა AFP-ს უთხრა, რომ ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა საოჯახო სახლზე, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. მეორე დარტყმას მეჩეთზე კი 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის არმიამ საომარი მოქმედება ღაზის სექტორში დაიწყო მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მის ტერიტორიაზე შეიჭრა, 1200-მდე პირი მოკლა, 250 კი მძევლად აიყვანა.
მას შემდეგ, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 ათასი ადამიანი დაიღუპა. რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ