ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების პირველი ეტაპის ფარგლებში წითელი ჯვრის წარმომადგენლები დასავლეთ სანაპიროზე ჩავიდნენ, რათა 39 პალესტინელი წამოიყვანონ. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება.
ყველა მძევალი მიიყვანეს შესაბამის ლოკაციაზე და ამჟამად მიმდინარეობს გადაყვანის პროცედურები.
זה האוטובוס של הצלב האדום שככל הנראה יסיע את האסירים עד לנק׳ השחרור pic.twitter.com/bk6CLoFiCV — רוני גרין שאולוב – Roni Green Shaulov (@Ronigreensha) November 24, 2023
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდა.
„კატარი მჭიდროდ იმუშავებს ოპერაციაზე წითელ ჯვართან და კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან“, – აცხადებს კატარი საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.
